Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სპალეტის ნაპოლიში ინტერის დუოს ხილვა სურს

ნაპოლის ახალი თავკაცი ლუჩიანო სპალეტი გუნდის სატრანსფერო საქმიანობას უკვე გეგმავს.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, სპალეტის ნაპოლიში შემადგენლობის მხრივ რევოლუცია არ სურს, თუმცა გარკვეული პოზიციების გაძლიერებას გეგმავს და გუნდში ინტერის ფეხბურთელების დანილო დ’ამბროზიოს და მატიას ვესინოს ხილვა უნდა.

მატიას ვესინომ მიმდინარე სეზონის უდიდესი ნაწილი ტრავმების გამო გამოტოვა. მან ნერაძურის მაისურით მხოლოდ 9 მატჩი ითამაშა და იქიდან გამომდინარე, რომ 29 წლის ურუგვაელი ფეხბურთელის კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში იწურება, დიდი ალბათობით ბენეამატა ფეხბურთელს დაახლოებით 8-9 მილიონის სანაცვლოდ გაასხვისებს.

დანილო დ’ამბროზიოს რაც შეეხება, ვეტერანი ფეხბურთელის კონტრაქტი ინტერთან რამდენიმე კვირაში იწურება და 32 წლის ფეხბურთელის გაფორმება პარტენოპეის სრულიად უფასოდ შეეძლება.