Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სპალეტის 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია, კულიბალი 3 კვირა იუქმებს…

ნაპოლი სერია ა-ს მომდევნო ტურში ბერგამოს ატალანტას უმასპინძლებს და პარტენოპეის საკადრო პრობლემები სასუოლოსთან მატჩის შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა.

სპორტული მოსამართლის გადაწყვეტილებით, ლუჩიანო სპალეტის, რომელმაც სასუოლოსთან მატჩის მიწურულს წითელი ბარათი მიიღო, 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციის მოხდა მოუწევს.

ნაპოლის ოფიციალური განცხადების მიხედვით, კალიდუს მარცხენა ბარძაყის კუნთის პრობლემა აქვს და Sky Sport Italia-ს მტკიცებით, სენეგალელ ფეხბურთელს სავარაუდოდ 2-3 კვირა გაუცდება.

ლორენცო ინსინიეს და ფაბიან რუისს რაც შეეხებათ, წყაროს ცნობით მათი სიტუაცია შედარებით მარტივად არის და სავარაუდოდ ისინი მომდევნო ტურში პარტენოპეის განაცხადში იქნებიან.