Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სპალეტი:“ დავტობებ თუ არა ნაპოლის ტიფოზების ბანერის გამო ?…“

ნაპოლის თავკაცმა ლუჩიანო სპალეტიმ ჯენოასთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა და იტალიელმა სპეციალისტმა საუბარი ქომაგების მიერ საპროტესტო ბანერის თაობაზე დაიწყო (იხილეთ აქ).

„გუნდიდან წასვლის შემთხვევაში, ტიფოზები ჩემს პანდას დააბრუნებენ ? პირველ რიგში, მე უნდა შევაფასო თუ როგორც მდგომარეობაშია და რამდენი კილომეტრი აქვს გავლილი, ასევე არის თუ არა პინო დანიელეს დისკი, გადაწყვეტილებას კი მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებ.

„სერიოზულად კი ამ თემაზე კომენტარის გაკეთება შეუძლებელია. ჩვენ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვეთ, რაც უკვე ძალიან კარგი მიღწევაა.

„რა თქმა უნდა, თითოეულ ჩვენგანს სკუდეტოსთვის ბოლო ტურამდე ბრძოლა სურდა, მაგრამ სეზონის სტარტზე, როდესაც სარიმ ლაციო, მოურინიომ კი რომა ჩაიბარა, ჩვენ მე-7 ადგილს გვიწინასწარმეტყველებდნენ.

„მე არ ვიცი, რამდენი ადამიანის ინიციატივა იყო ეს ბანერი, მაგრამ ფაქტია, რომ ტიფოზების უმეტესობა ჩვენს მხარეს არის და ამას სტადიონზე მოსული ქომაგების მხარდაჭერა მეტყველებს.

„სატრანსფერო ფანჯარა ? მე გიუნტოლისთან ხშირი საუბარი მაქვს. ის გუნდის ვარჯიშებს ესწრება და იცის, თუ რა პოზიციებზე გვჭირდება გაძლიერება.

„ინსინიეს ბოლო მატჩი ნეაპოლში ? ლორენცო წლების განმავლობაში ნაპოლის ლიდერი, ყველასთვის მისაბაძი მაგალითი იყო და ჩვენ მისთვის ბოლო საშინაო მატჩში აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ.

„გავაფორმებდი თუ არა ახალ კონტრაქტს ნაპოლისთან ? მე გუნდთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით მაკავშირებს, ამიტომ ამ თემაზე საფიქრელად დრო საკმარისზე მეტი გვაქვს. ახლა მთავარი სეზონის პოზიტიურად დასრულება და მომდევნო სეზონისთვის მომზადებაა.“