Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სპალეტი და მოურინიო დიბალას ტრანსფერისთვის იბრძვიან…

იტალიური მედიის ინფორამციით, ლუჩიანო სპალეტი და ჟოზე მოურინიო პაულო დიბალას ტრანსფერისთვის მიმდინარე მოლაპარაკებებში პირადად არიან ჩართულები, თუმცა ჯერჯერობით მათ შორის ფავორიტის დასახელება რთულია.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ნაპოლის და რომას თავკაცები არგენტინელ ფეხბურთელს პირადად ესაუბრნენ და მისი დარწმუნება სცადეს, მაგრამ ჯერჯერობით ლა ხოიას პასუხის მიღება ვერ მოახერხეს.

დიბალას პრიორიტეტი კვლავ იტალიაში დარჩენაა და მას იმედი ჰქონდა, რომ კონტრაქტს რომელიმე მილანური გუნდი შესთავაზებდა, თუმცა ლუკაკუს ინტერში მისვლის შემდეგ ნერაძურის ინტერესმა არგენტინელის მიამრთ იკლო, როსონერი კი მოთხოვნილი ფინანსური პირობების დაკმაყოფილებას არ აპირებს…