Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სპალეტი:“ ვალდებულები ვართ, სპეციასთან 3 ქულა მოვიპოვოთ“

ნაპოლის თავკაცმა ლუჩიანო სპალეტიმ სპეციასთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„გუნდის სიტუაცია ტრავმების მხრივ ? რა თქმა უნდა, ისეთი ფეხბურთელების არყოლა, როგორებიც ინსინიე, ოსიმჰენი და სხვები არიან, ნებისმიერ გუნდს დაასუსტებდა, მაგრამ ჩვენ ამ საკითხზე მილანთან მატჩის წინაც ვისაუბრეთ და ჩემი პასუხი იგივე რჩება. ჩვენ გვყავს 15-16 ფეხბურთელი, ეს კი მატჩის გასამართად და სასურველი შედეგის მისაღწევად სრულიად საკმარისია.

„ჩვენ ბოლო პერიოდში მოვუკელით, რასაც არანაირი გამართლება არ აქვს. მილანში ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ქულები მოვიპოვეთ, ახლა კი სტაბილურობა უნდა დავიბრუნოთ და წარმატებული სვლა სპეციასთანაც გავაგრძელოთ. ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ამ მატჩში 3 ქულა მოვიპოვოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სან სიროზე გაწეული შრომა წყალში ჩაგვეყრება.

„მე ვიცი, რა ატმოსფერო დაგვხვდება სპეციაში. მე იქ თამაშის გამოცდილება მქონია და ვიცი, რომ ადგილობრივი მაცხოვრებელი ფეხბურთით ცხოვრობს, ამიტომ ჩვენ ყველანაირად რთული მატჩი გვექნება, თუმცა სან სიროზე უკვე დავამტკიცეთ, რომ ზეწოლას არ ვუშინდებით.

„აფრიკის თასი ? ჩემთვის, როგორც გუნდის მწვრთნელისთვის, მარტივი იქნებოდა მეთქვა, რომ მისი გამართვის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ მე კარგი ფეხბურთი მიყვარს და ვიცი, რომ აფრიკის თასზე უამრავი შესანიშნავი ფეხბურთელის თუ მატჩის ხილვა შეგვეძლება.

„იმედი მაქვს, რომ ეს ჩემპიონატი უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვით გაიმართება და ის არავის სიცოცხლეს საფრთხეს არ შეუქმნის.

„მილანის გაუქმებული გოლი ? მე მილანის ქომაგების უკმაყოფილება კარგად მესმის, მაგრამ ყველა კომპეტენტურმა დამიანმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ ეპიზოდში მსაჯმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ამიტომ მეტი ამ საკითხზე სათქმელი არაფერი მაქვს.“