Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სპალეტი:“ ზედმეტი ილუზია არ უნდა შევიქმნათ…“

ნაპოლის თავკაცმა ლუჩიანო სპალეტიმ სპარტაკთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„ჩვენ სეზონი ძალიან კარგად დავიწყეთ, გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა და ვიცით, რომ ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ გამარჯვებისთვის ბრძოლა შეგვიძლია, მაგრამ ჩვენ იმის ილუზია არ უნდა შევიქმნათ, რომ სეზონის ბოლომდე ყველაფერი ასე მარტივად იქნება, რადგან ეს ასე არ არის. სეზონის მსვლელობისას ჩვენ სირთულეები აუცილებლად შეგვექმნება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ, ამიტომ კონცენტრაცია უნდა დავკარგოთ და შევეცადოთ, რომ ყველა ტურნირზე მაქსიმალურად კარგი თამაში ვაჩვენოთ.

„ლოზანო ? მას ძალიან კარგი მახასიათებლები აქვს, ირვინგმა ნაკრებში ყოფნის დროს გარკვეული დაზიანება მიიღო, რის გამოც ის 90 წუთი სათამაშოდ მზად არ არის, მაგრამ ის მოტივირებულია და იცის, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.

„მართალია სპარტაკმა პირველი შეხვედრა წააგო, მაგრამ მათ მარცხი არ დაიმსახურეს. ხვალ ჩვენ ძალიან რთული შეხვედრა გველოდება, მაგრამ ნაპოლი მოედანზე 3 ქულის მოსაპოვებლად გავა.“