Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სპალეტი:“ თამაშების მოკვლა უნდა ვისწავლოთ…“

ნაპოლის თავკაცმა ლუჩიანო სპალეტიმ ფიორენტინასთან მატჩზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სერია ა-ში ზედიზედ მე-7 გამარჯვების მიუხედავად, ის მაინც უკმაყოფილო დარჩა.

„როგორც მოსალოდნელი იყო, ფიორენტინას წინააღმდეგ თამაში ძალიან გაგვიჭირდა. ჩვენ ფიზიკურად ძლიერი გუნდების წინააღმდეგ ჯერ კიდევ გვიჭირს და ამ კომპონენტში უნდა მოვუმატოთ.

„5 ცვლილება მატჩების ხანგრძლივობას ზრდის, ახლა 2 – 0 გარანტირებული გამარჯვებისთვის საკმარისი აღარ არის, რადგან მწვრთნელს 5 ცვლილებით თამაშის რადიკალურად შეცვლა შეუძლია.

„ჩვენ თამაშების მოკვლა უნდა ვისწავლოთ. ფიორენტინასთან ძალიან ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, თუმცა მათი გამოყენება ვერ მოვახერხეთ და რეალურად იყო შანსი, რომ ქულები დაგვეკარგა.

„ინსინიეს უკმაყოფილება შეცვლის შემდეგ ? ის დიდი პროფესიონალია, რომელიც გუნდისთვის ყოველთვის ბოლომდე იხარჯება და ასეთი ფეხბურთელები შეცვლის გამო კმაყოფილები არასოდეს არიან, მაგრამ ჩვენ ძალიან დატვირთული გრაფიკი გვაქვს და როტაცია აუცილებელია.“