Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სპალეტი:“ თუ ლოზანოს უფრო დიდ გუნდში სურს, მან აქ უკეთ უნდა ითამაშოს“

ლუჩიანო სპალეტიმ ინტერთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„პოლიტანოს დადებითი ტესტი კორონა ვირუსზე ? ბოლო წუთს შეცვლილი გეგმები დღევანდელი ფეხბურთის ნაწილი გახდა, ამიტომ ჩვენ ასეთი მომენტებისთვის შედარებით მომზადებულები ვართ.

„ჩვენ მატჩს იმ ფიქრებით ვერ დავიწყებთ, რომ ერთი ფეხბურთელის გამოკლების გამო აუცილებლად დავმარცხდებით. ჩვენ ძალიან რთული მეტოქე გვყავს, მაგრამ ნაპოლი უნდა იყოს გამბედავი, რომ 3 ქულისთვის ითამაშოს.“

ლოზანომ ერთ-ერთი ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ მას ნაპოლიზე დიდ გუნდში თამაში სურს (იხილეთ აქ).

„ყველა ფეხბურთელს აქვს ამბიცია, რომ განვითარდეს. იმედი მაქვს, რომ ის სეზონის ბოლოს ნაპოლიზე დიდი გუნდისგან შემოთავაზებას მიიღებს, რადგან ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ მან ძალიან კარგი შედეგი აჩვენა.

„იმის გამო, რომ ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა ვერ მოვახერხეთ, გასული ზაფხულის პერიოდში ჩვენი ფეხბურთელების ტრანსფერზე წინადადება არ მიგვიღია, ამიტომ თუ მას ან სხვა რომელიმეს განვითარების ამბიციები აქვთ, გუნდმა უკეთესი შედეგი უნდა დადოს.“