Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სპალეტი:“ იმედი მაქვს, ინსინიე და კულიბალი ნაპოლიში დარჩებიან“

ნაპოლის ახალმა თავკაცმა ლუჩიანო სპალეტიმ საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ნაპოლი თავისი შესანიშნავი ქომაგებით ყოველთვის გამოირჩეოდა და ჩვენ მათი დახმარება და მხარში დგომა აუცილებლად დაგვჭირდება, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ჩვენ ეს უნდა დავიმსახუროთ.

„როგორი იქნება ჩემი ნაპოლი ? ჩვენ თანამედროვე, შემტევი სტილის ფეხბურთ უნდა ვითამაშოთ, მაგრამ მხოლოდ ერთ სქემაზე დამოკიდებულები არ უნდა ვიყოთ და სიტუაციის მიხედვით გადაწყობა უნდა შეგვეძლოს.

„როდესაც გუნდი შეტევაზე მიდის, ამ დროს ნახევარმცველებმა უნდა იმოძრაონ, მე მათგან ძალიან ბევრ კილომეტრს მოვითხოვ.“

ინსინიეს კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში იწურება და მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან.

„ინსინიეს ტელეფონზე ერთხელ ვესაუბრე. ის ზუსტად ისეთი კაპიტანია, როგორიც მე წარმომედგინა. კონტრაქტს რაც შეეხება მედიას ყოველთვის პრობლემების შექმნა უყვარს. ის ჩვენი კაპიტანია, რომელიც გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„დე ლაურენტისი და ინსინიე ორი ძლიერი ადამიანი გახლავთ, ისინი ამ თემაზე ლორენცოს დაბრუნების შემდეგ დასხლდებიან და ისაუბრებენ.

„კულიბალი ? ის გუნდის ვიცე-კაპიტანი და გუნდის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა, ამიტომ იმედი მაქვს, რომ როგორც ინსინიე, ასევე კულიბალი გუუნდში დარჩებიან.

„ჩვენი ამბიციები ? სერია ა-ში კონკურენცია ბოლო წლებში ძალიან გაიზარდა. ახლა ოთხეულში შესასვლელად 5-6 გუნდი იბრძვის და ჩვენი მთავარი მიზანიც სწორედ სეზონის ოთხეულში დასრულება იქნება.“