Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სპალეტი:“ იმედი მაქვს, რომ ინტერის ქომაგები არ დამისტვენენ“

ნაპოლის თავკაცმა ლუჩიანო სპალეტიმ ინტერთან მოახლოებული მატჩის წინ იმედი გამოთქვა, რომ ნერძურის ქომაგები მას გულთბილ დახვედრას მოუწყობენ.

„მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ნერაძურის ქომაგები არ დამისტვენენ, რადგან ამისთვის მათ არანაირი მიზეზი არ აქვთ. ვფიქრობ, რომ მე ინტერისთვის საკმაოდ ბევრი კარგი რამ გავაკეთე. მართალია კონდემ სკუდეტო მოიგო და ის შესანიშნავი იყო, მაგრამ ამ წარმატების მისაღწევად პირველი აგური მე დავდე.“