Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სპალეტი:“ ინსინიე ნაპოლისთვის ბოლომდე დაიხარჯება“

ნაპოლის თავკაცმა ლუჩიანო სპალეტიმ სამპდორიასთან გამართული მატჩის, ლორენცო ინსინიეს ტორონტოსთან გაფორმებული კონტრაქტის და სხვა საინტერესო თემების შესახებ ისაუბრა.

„სამპდორიასთან ჩვენ შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ. მართალია თამაშის მოკვლა უფრო ადრე გვმართებდა და ამის საშუალებაც გვქონდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაზე მნიშვნელოვანი 3 ქულაა.

„პეტანია ? მე მოედანზე დასვენებული ფეხბურთელი მჭირდებოდა. მან დაკისრებულ მოვალეობას თავი შესანიშნავად გაართვა და იმავეს თქმა გუნდის სხვა წევრებზეც შემიძლია.

„ინსინიე ? მე დარწმუნებული ვარ, რომ ის დარჩენილი თვეების განმავლობაში ნაპოლისთვის 100 პროცენტით დაიხარჯება, როგორც ამას მთელი ამ წლების განმავლობაში აკეთებდა.

„ლობოტკა ? ის არის ფეხბურთელი, რომელსაც თავის გუნდში ნებისმიერი მწვრთნელი სიამოვნებით იხილავდა. ლობოტკა მე ჟორჟინიოს მაგონებს, ცივსისხლიანი და ინტელიგენტი ფეხბურთელი, რომელიც მწვრთნელის შეცდომებს ასწორებს.“