Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სპალეტი:“ ინტერში შესანიშნავი პერიოდი გავატარე“

ნაპოლის თავკაცმა ლუჩიანო სპალეტიმ ინტერთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

სპალეტისთვის ეს მატჩი პირველი იქნება მას შემდეგ, რაც ნერაძურის თავკაცის პოზიციიდან გაუშვეს და მის მაგივრად ანტონიო კონტე მიიყვანეს.

„ჩემთვის სან სიროზე ოპონენტის ამპლუაში ყოფნა მარტივი არ არის, რადგან ინტერთან შესანიშნავი მოგონებები მაკავშირებს, რომელიც ყოველთვის თან გამყვება. მე აქ ძალიან კარგი დრო გავატარე და ქომაგების მხრიდან მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი.

„მათ გასულ სეზონში ძალიან კარგი ფეხბურთი აჩვენეს და სკუდეტოს მოგებაც მოახერხეს, რაც ნამდვილად მისალოცი ამბავია.

„ლოზანოს სასტარტოში დაყენება ? მას ყოველთვის სურს, რომ მეტი სათამაშო დრო მიიღოს. ლოზანოს დაცვიდან ამოსვლა და შანსების შექმნა ძალიან კარგად შეუძლია, რაც დღეს ჩვენ აუცილებლად გამოგვადგება.

„მას აქვს ხარისხი და ხასიათი იმისთვის, რომ ასეთი რთული მეტოქეების წინააღმდეგაც კი ყველაფერი თავის თავზე აიღოს.“