Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სპალეტი:“ კვარაცხელიასთან ერთად სიამოვნებით ვიმუშავებ“

ნაპოლის თავკაცმა ლუჩიანო სპალეტიმ მიმდინარე სეზონი შეაფასა და რამდენიმე სიტყვა ხვიჩა კვარაცხელიაზეც თქვა, რომელიც მომდევნო სეზონიდან პარტენოპეის რიგებს შეუერთდება.

„რამდენიმე კვირის წინ, ჩვენ სკუდეტოს მოპოვების ერთ-ერთი კანდიდატი ვიყავით და დაკარგული ქულების გამო ყველაზე მეტად იმედგაცრუებულები ჩვენ ვართ, მაგრამ ამაზე მეტად მე ის მაბრაზებს, რომ ხალხი ნაპოლის კარგ სეზონს აკნინებს და მის ცუდად გამოყვანას ცდილობს.

„ჩვენ გვესმის, რომ სეზონის სტარტზე ზედიზედ 8 გამარჯვების შემდეგ, ხალხის მოლოდინები საგრძნობლად გაიზარდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება მარტივი საქმე ნამდვილად არ არის.

„კვარაცხელია ? ის ძალიან ხარისხიანი, ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელია, რომელიც სივრცეებს კარგად იყენებს და ამავდროულად გოლების გატანასაც ახერხებს. ის იმ ფეხბურთელთა რიგებს მიეკუთვნება, რომლებთან მუშაობაც მწვრთნელებს ძალიან უყვართ.“