Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სპალეტი:“ კვარაცხელიას შესანიშნავი მახასიათებლები აქვს, ნაპოლის ახალი კაპიტანი დი ლორენცო იქნება…“

ნაპოლის თავკაცმა ლუჩიანო სპალეტიმ ანაუნასთან ამხანაგური მატჩის შემდეგ, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიამ 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა, საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„კიმ მინ-ჯე კულიბალის სანაცვლოდ ? გუნდის ხელმძღვანელობა კალიდუს შემცვლელის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს და ვფიქრობ, რომ კიმი შესანიშნავი არჩევანია, რადგან ის ჩემპიონთა ლიგის დონის ფეხბურთელია, რომელიც ჩვენ გაგვაძლიერებს.

„გუნდის ახალი კაპიტანი ? ჩვენ კულიბალი და ინსინიე დავკარგეთ და გუნდმა ახალ კაპიტნად დი ლორენცო აირჩია.

„ბევრს ჰგონია, რომ კაპიტანი უნდა იყოს ის, რომელიც გუნდში ყველაზე დიდი ხანი იმყოფება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქის, გუნდისადმი დამოკიდებულება, თანაგუნდელების პატივისცემა და საერთაშორისო დონეზე გამოცდილებაა. ვფიქრობ, რომ დი ლორენცო საუკეთესო არჩევანია.

„კვარაცხელია ? კვარა არის ფეხბურთელი, რომელსაც ინსინიეს შეცვლა შეუძლია. მას შესანიშნავი მახასიათებლები აქვს, შეუძლია კაცის მოტყუება და ორივე ფეხით გოლის გატანა.“