Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სპალეტი:“ კულიბალის გუნდის დატოვება სურს…“

ნაპოლის თავკაცმა ლუჩიანო სპალეტიმ დაადასტურა, რომ კალიდუ კულიბალი ფეხბურთელის მოთხოვნის გამო ტრანსფერზეა დაყენებული, თუმცა მას სენეგალელი უკანახაზელის დარჩენა სურს.

„კულიბალის დონის მცველთან მე არასოდეს მიმუშავია, ის შესანიშნავი ფეხბურთელი, ასევე ძალიან კარგი ადამიანია და მე მის გუნდში დასარჩენად ყველაფერს გავაკეთებდი, მაგრამ ამ მომენტისთვის ის სატრანსფერო მარკეტზე ხელმისაწვდომია.

„ოსიმენი ? ის არის ფეხბურთელი, რომელსაც ნებისმიერი სიტუაციის შანსად გადაქცევა შეუძლია.

„სატრანსფერო სტრატეგია ? გუნდის დირექტორებმა თავისი საქმე კარგად იციან, ამ მომენტისთვის სერია ა-ში ჩვენს დონეზე მინიმუმ 7 გუნდია და თუ ოთხეულისთვის ბრძოლა გვსურს, შემადგენლობა არ უნდა დავასუსტოთ.“