Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სპალეტი:“ მილანთან მარიო რუი, ფაბიან რუისი, ინსინიე, ოსიმჰენი და კულიბალი არ გვეყოლებიან“

ლუჩიანო სპალეტიმ მილანთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„ჩვენ წინ ურთლესი მატჩი გველოდება გუნდის წინააღმდეგ, რომელიც შესანიშნავ სეზონს ატარებს და რა თქმა უნდა, ბიჭებმა იციან, რომ სასურველი შედეგის მოსაპოვებლად ჩვენ სრულყოფილი მატჩის ჩატარება მოგვიწევს.

„ტრავმირებულები ? ჩვენ 16-17 ფეხბურთელი გვეყოლება, რაც სრულიად საკმარისია, რომ მოედანზე გახვიდე და შენი თამაში ითამაშო. რა თქმა უნდა ტრავმები დისკომფორტს გვიქმნის, მაგრამ ეს არის შანსი იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებსაც ბევრი დრო მოედანზე არ ეძლევათ.

„ჩვენ ვართ ამბიციურები, ამიტომ ფეხბურთელების ტრავმები თავის გასამართლებელ მიზეზად არ უნდა გვექცეს. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული და მოედანზე ისეთივე მონდომებულ და მოტივირებულ ნაპოლის იხილავთ, როგორც ყოველთვის.

„ჩვენ მილანთან მარიო რუი, ფაბიან რუისი, ინსინიე, ოსიმჰენი და კულიბალი არ გვეყოლებიან. ჩემთვის უფრო მარტივი იქნება მათი ჩამოთვლა, ვინც ამ მატჩში თამაშს შეძლებს, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, ეს ყველაფერი ფეხბურთის ნაწილია და ასეთი სირთულეებისთვის