Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სპალეტი:“ ნაპოლიმ მილანთან დამსახურებულად გაიმარჯვა“

ნაპოლის თავკაცმა ლუჩიანო სპალეტიმ მილანთან მატჩი შეაფასა.

„ვფიქრობ, რომ ბიჭებმა ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარეს. ყველაზე მეტად გამახარა იმან, რომ წინ გასვლის მიუხედავად, ჩვენ ბალანსი შევინარჩუნეთ და ჩვენს ნახევარზე ღრმად ჩაჯდომას ცენტრში ბრძოლა ვამჯობინეთ.

„ბოლო წუთებში საქმე უფრო გაგვირთულდა, რადგან ზლატან იბრაჰიმოვიჩის ფიზიკას ოლივიე ჟირუც დაემატა, თუმცა საერთო ჯამში ვფიქრობთ, რომ მილანზე მეტი შანსი შევქმენით და ძალიან ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ სრულიად დამსახურებულად გავიმარჯვეთ.

„მილანი აგრესიული იყო და ჩვენ სივრცეებს ფაქტობრივად არ გვიტოვებდა, მაგრამ დროთა განმავლობაში მათ ბალანსი დაკარგეს და ჩვენ შეგვეძლო, რომ სხვაობა გაგვეზარდა, რაც თამაშს საბოლოოდ დაასრულებდა, თუმცა ამის გაკეთება ვერ შევძელით.

„იყო შანსი, რომ 2 მარცხის და უამრავი ტრავმირებულის ფონზე ფეხბურთელებს ენთუზიაზმი დაეკარგათ, მაგრამ საბოლოო ჯამში თითოეულმა ფეხბურთელმა მოედანზე მაქსიმუმი დადო, რისთვისაც მადლობელი ვარ.“