Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სპალეტი ნაპოლისთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ნაპოლის მთავარი მწვრთნელი ლუჩიანო სპალეტი გუნდთან უახლოეს პერიოდში კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

63 წლის სპეციალისტის მიმდინარე კონტრაქტი ნაპოლისთან 2023 წლის ზაფხულში იწურება და რა თქმა უნდა, მისი შედეგებიდან გამომდინარე, აურელიო დე ლაურენტისს მისი შენარჩუნება სურს.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, სპალეტი ნაპოლისთან კონტრაქტს 2025 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს, მისი წლიური გასამრჯელო კი 3.5-4 მილიონი ევრო იქნება, რასაც სკუდეტოს მოპოვების შემთხვევაში მსუყე ბონუსები დაემატება.