Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სპალეტი ნაპოლის 4 მილიონს სთხოვს

ნაპოლი რინო გატუზოს პოტენციურ შემცვლელს განაგრძობს და ერთ-ერთ მთავარი ვარიანტი ლუჩიანო სპალეტი გახლავთ.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაიწყო და სპალეტიმ დე ლაურენტისს ხელფასის სანაცვლოდ 4 მილიონი მოსთხოვა, პარტენოპეიმ კი ჯერჯერობით სეზონში 2.5 მილიონი შესთავაზა, თუმცა გატუზოს გუნდიდან წასვლის შემთხვევაში, ნაპოლი სავარაუდოდ სპალეტის მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

წყაროს ინფორმაციით, სპალეტის ალტერნატივებად დე ლაურენტისი სპეციას ვინჩენცო იტალიანოს და ვერონას ივან იურიჩს განიხილავს.