Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სპალეტი:“ ნაპოლი ფეხბურთის თამაშისგან სიამოვნებას იღებს“

ლუჩიანო სპალეტიმ ლაციოს განადგურების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ეს მიმდინარე სეზონში ჩვენი საუკეთესო მატჩი იყო და ორმაგად გასახარია, რომ ასეთი თამაში რამდენიმე ჩაგდებული შეხვედრის შემდეგ მოვახერხეთ და სასიამოვნოა, რომ ლაციოსნაირი დიდი გუნდის ასე შთამბეჭდავად დამარცხება მოვახერხეთ.

„მერტენსი ? ის ძალიან დიდი ხარისხის ფეხბურთელია, თუმცა მხოლოდ მისი შექება შეცდომა იქნება, რადგან მთელმა გუნდმა დიდებულად ითამაშა.

„სამწვრთნელო კარიერაში ბევრჯერ მქონია შემთხვევა, რომ ფეხბურთელებს მატჩის საფინალო სასტვენის გაგონება სურდათ, თუმცა ლაციოსთან ნაპოლი სიამოვნებას იღებდა და ვფიქრობ, რომ ბიჭები კიდევ ერთ ტაიმს პრობლემის გარეშე ითამაშებდნენ. ჩვენი მიზანი მხოლოდ შედეგისთვის თამაში არ არის. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი ფეხბურთისგან სიამოვნების მიღებაა და არ უნდა გვეშინოდეს, რომ პროცესში გარკვეულ შეცდომას დავუშვებთ.“