Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სპალეტი:“ ნაპოლი ძალიან რთულ სიტუაციაშია“

სასუოლოსთან მატჩის შემდეგ, ნაპოლის თავკაცმა ლუჩიანო სპალეტიმ კომენტარი გააკეთა.

ნეროვერდიმ ნაპოლისთან 2-ბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და ქულის მოპოვება მოახერხა.

„ჩვენი სიტუაცია ტრავმების მხრივ კიდევ უფრო დამძიმდა. ტრავმის მიღებამდე ფაბიანის შეცვლას ვაპირებდი, თუმცა მან 2 წუთით მოედანზე დარჩენა მთხოვა და ტრავმა მიიღო.

„რუისის მსგავსად, კულიბალისაც კუნთის სტრავმა აქვს, ამიტომ არ ვიცი, როდის მოახერხებენ ისინი დაბრუნებას, თუმცა ჩვენ კარგი ექიმები გვყავს და იმედი მაქვს, რომ ისინი მაქსიმალურად მოკლე დროში დაბრუნდებიან.

„ინსინიე ? მას წვივის პრობლემა ჰქონდა და გადავწყვიტე, რომ არ გამრისკა და შემეცვალა.

„უშუალოდ მატჩს რაც შეეხება, ჩვენ მეტოქეს ვაჯობეთ და მეტს ვიმსახურებდით, მაგრამ სასუოლოს კარგი გუნდი ჰყავს, რომელიც არასოდეს ნებდება და ამ შედეგს უნდა შევეგუოთ.

„სამწუხაროდ ჩვენ იმის ხარისხი არ გვეყო, რომ ზეწოლისთვის გაგვეძლო. ისინი მატჩის მიწურულს ძალიან აგრესიულები იყვნენ, რის გამოც მათ კომპლიმენტი ეკუთვნით.

„რის გამო მივიღე წითელი ბარათი ? მე ვაპროტესტებდი ჯარიმას, რომელმაც საბოლოო ჯამში ჩვენს კარებში გოლი გამოიწვია. რაჰმანიზე თამაშის წესები დაარღვიეს, თუმცა მსაჯმა სიტუაცია არასწორად ეაფასა და ჯარიმა აქეთ დაგვიდო, რასაც გოლი მოჰყვა.“

ნაპოლის წინ სახლში ატალანტასთან მატჩი უწევს, რომელსაც პარტენოპეი უდიდესი დანაკლისით შეხვდება…