სპალეტი:“ ოსიმჰენი სრულყოფილი ფეხბურთელია…“
ნაპოლის თავკაცმა ლუჩიანო სპალეტიმ რომასთან მატჩზე ისაუბრა და გუნდს ერთიანობა მოუწონა.
„შენ ასეთ მატჩებში მხოლოდ იმ შემთხვევაში იმარჯვებ, თუ 3 ქულის მოპოვება შენი ერთადერთი მიზანია და შედეგისთვის ბოლო წამამდე საბრძოლველად ხარ მზად.
„როგორც მოსალოდნელი იყო, რომასთან ძალიან რთული შეხვედრა გამოვიდა, მაგრამ ფეხბურთელებმა, რომლებიც მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთვნენ, თავი შესანიშნავად წარმოაჩინეს. მე გამიმართლა, რადგან გუნდში ძალიან ხარისხიანი ფეხბურთელები მყავს, ასეთ დატვირთულ სეზონში როტაცია ძალიან მნიშვნელობანია და ჩვენ ამას ვაკეთებთ ისე, რომ ინტენსიობას არ ვკარგავთ.
„ოსიმჰენის გოლი ? ამ გოლში ყველაფერი იყო, ტექნიკურობა, კლასი, ინტელექტი და დიდებული შესრულება, ვიქტორს აქვს შესანიშნავი ფიზიკური მაჩვენებლები, არ უშინდება ორთაბრძოლებს, არ გაურბის შავი სამუშაოს შესრულებას, მეორე სართულზე შესანიშნავია, მოკლედ რომ ვთქვათ, ის სრულყოფილი ფეხბურთელია.