Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სპალეტი:“ პანდევის გოლი არ უნდა ჩათვლილიყო“

ლუჩიანო სპალეტიმ ჯენოას დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მსაჯმა გორან პანდევის გოლი სამართლიანად გააუქმა.

„პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ მსაჯმა ჯენოას გოლი სრულიად სამართლიანად გაუუქმა. ფორვარდი შემოტრიალდა და მეკარესთან კონტაქტს ეძებდა, ის ბურთზე ვერ თამაშობდა.

„მერეტს ბურთი მხოლოდ იმიტომ გაუვარდა, რომ მასზე დაჯარიმდნენ, ამიტომ მსაჯის ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად სამართლიანი იყო.

„პეტანია ? ის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელსაც დამაგვირგვინებელ ფაზაში შესანიშნავად შეუძლია თამაში. ჯერ კიდევ არსებობს იმის შანსი, რომ მან სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე გუნდი დატოვოს, რადგან გუნდი სახელფასო ჭერის შემცირებას ცდილობს, მაგრამ ანდრეა დიდი პროფესიონალი და ძალიან კარგი ფეხბურთელია.“