Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სპალეტი სერია ა-ს თვის საუკეთესო მწვრთნელია

სერია ა-ს მიმდინარე სეზონის თვის პირველი საუკეთესო მწვრთნელი ნაპოლის თავკაცი ლუჩიანო სპალეტი გახდა.

სპალეტის თაოსნობით, პარტენოპეიმ სეზონის სტარტიდან 6 მატჩი ჩაატარა, თითოეულ მათგანში გამარჯვება მოიპოვა და პროცესში 16 გოლის გატანა მოახერხა, საკუთარ კარში კი მხოლოდ 2 მიიღო.

ნაპოლი სატურნირო ცხრილის სათავეშია და უახლოეს მდევარ მილანს 2 ქულით უსწრებს.