Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სპალეტი:“ ფიორენტინას წინააღმდეგ სერიოზული გამოცდა გველოდება“

ნაპოლის თავკაცმა ლუჩიანო სპალეტიმ ფიორენტინასთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„ჩვენ სპარტაკთან მატჩისას კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ფეხბურთში გარანტირებული არაფერია. შეიძლება მთელი თამაშის განმავლობაში დომინირებდე, მაგრამ თამაში მაინც წააგო.

„ფიორენტინა დიდებული გუნდია და ბოლო წლებში მათი ცუდი შედეგები გასაკვირი იყო, მაგრამ ვინჩენცო იტალიანოსთან ერთად, ფლორენციელებმა ძალიან მოუმატეს და წინ ჩვენ კიდევ ერთი რთული თამაში გველოდება.

„ფიორენტინა ძალიან შემტევ ფეხბურთს თამაშობს, მათი სწრაფი და ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთეელბი ჰყავთ, ამიტომ კონტრ-შეტევებზე ფრთხილად უნდა ვიყოთ.

„ჩვენ შექმნილი შანსების უკეთ გამოყენება და თამაშების მოკვლა უნდა ვისწავლოთ. სპარტაკთან მატჩის მსვლელობისას მაშინაც კი, როდესაც ჩვენ 10 კაცით ვიყავით, გუნდმა არაერთი კარგი მომენტი გაანიავა, რაც საბოლოოდ ძვირად დაგვიჯდა.

„გულამი ? საბედნიეროდ მან ტრავმა დაამარცხა და არ არის გამორიცხული, რომ ჩვენ ხვალ ის სკამზე ვიხილოთ.“