Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სპალეტი:“ ჩვენ დიდი დანაკლისით თამაშს უნდა შევეგუოთ…“

ლუჩიანო სპალეტიმ, რომლის გუნდიც ევროპა ლიგაზე სპარტაკის წინააღმდეგ დამარცხდა, მატჩის შესახებ ისაუბრა.

„სამწუხაროდ მატჩის საწყის წუთებზე გოლის გაშვებამ ჩვენ გეგმები აგვირია. შესვენების შემდეგ ჩვენ შეხვედრას ვაკონტროლებდით, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ეს საკმარისი არ გამოდგა.

„ჩვენ მეორე ტაიმში გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ გაშვებული გოლის შემდეგ ზოგ ეპიზოდში ზედმეტად ვჩქარობდით, რასაც მეორე გოლიც მოჰყვა და ჩვენი სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა.

„იქონია თუ არა მატჩზე გავლენა ფეხბურთელების ნაკლებობამ ? რა თქმა უნდა, მაგრამ დღევანდელი რეალობა ეს არის და ჩვენ ამას უნდა შევეგუოთ.

„რატომ არ ჩამოვართვი მეტოქე გუნდის მწვრთნელს ხელი მატჩის შემდეგ ? ის შეხვედრის დაწყებამდე მე არ მომესალმა. ადამიანი სტუმრებს ნახვისთანავე ესალმება და არა მას შემდეგ, რაც ისინი დაამარცხა. მეტოქე გუნდის თავკაცი მატჩამდე ჩემგან 10 მეტში იყო, თუმცა მან გამარჯობის თქმა არ ისურვა.”