Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სპალეტი:“ ჩვენ თავის გასამართლებელი მიზეზი არ გვაქვს“

ნაპოლის თავკაცმა ლუჩიანო სპალეტიმ ატალანტასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„მე მატჩის შემდეგ იმ თემაზე საუბრის დაწყებას, თუ რამდენი ფეხბურთელი გვაკლდა ატალანტაას წინააღმდეგ, არ ვაპირებ. ატალანტამ ნამდვილ ნაპოლისთან გაიმარჯვა და მათ ეს დამსახურებულად გააკეთეს.

„ნაპოლიმ მოედანზე ძალიან კარგი გუნდი გაიყვანა, ჩვენ კარგი მატჩი ჩავატარეთ, თუმცა ატალანტა დღეს ჩვენზე უკეთესი აღმოჩნდა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

„ჩვენ მარცხის მიუხედავად ქომაგებისგან ტაში მივიღეთ, რაც იმის მანიშნებელია, რომ გუნდმა მოედანზე ბოლომდე იბრძოლა და კარგი შეხვედრა ჩაატარა. დარწმუნბული ვარ, რომ თუ ასე გავაგრძელეთ, ჩვენ სეზონის ბოლოს ძალიან კარგი შედეგები გვექნება.“