Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სპალეტი:“ ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, რადგან კოპა იტალიაზე გამარჯვება გვსურდა“

ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ კრემონეზესთან მატჩზე ისაუბრა.

გადახალისებულმა პარტენოპეიმ კრემონეზეს დამარცხება ვერ მოახერხა და 11-მეტრიანების შედეგად გათამაშებას გამოეთიშა.

„ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, რადგან კოპა იტალია მნიშვნელოვანი ტურნირია, რომელზეც გამარჯვება გვსურდა.

„ჩვენ შეგვეძლო, რომ თამაში ძირითად დროში მოგვეკლა, მაგრამ შექმნილი მომენტების გამოყენება ვერ შევძელით, მეტოქემ კი ისეთი გოლები გაგვიტანა, რომელთა თავიდან არიდება ძალიან მარტივად შეიძლებოდა.

„კრემონეზემ დამსახურებულად გაიმარჯვა და მომდევნო ეტაპზე გავიდა, რადგან ჩვენ ვერ ვაჩვენეთ იმ სტანდარტების თამაში, რომელიც ნაპოლის ეკადრება.“