Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სპალეტი:“ ჩვენ ოსიმჰენი დავკარგეთ, მაგრამ ამბიციები არ იცვლება“

ლუჩიანო სპალეტიმ ლაციოსთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„სამწუხაროდ ჩვენ საკადრო პრობლემებთან ბრძოლა სეზონის სტარტიდან გვიწევს. ჩვენ დრის მერტენსი გვაკლდა და ასევე ნახევარდაცვაში ლიმიტირებული არჩევანი გვქონდა, მაგრამ ნაპოლიმ ძალიან კარგი შედეგი დააფიქსირა.

„ჩვენ დასამტკიცებელი აღარაფერი გვაქვს, ჩვენ უბრალოდ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და თითოეულ მატჩში 100 პროცენტით დავიხარჯოთ ისე, როგორც აქამდე ვაკეთებდით.

„ლაციო ძალიან ძლიერი გუნდია შესანიშნავი მწვრთნელით და მათ იგივე ამბიციები აქვთ, რაც ჩვენ და სხვა 5 იტალიურ გუნდს, ეს ჩემპიონთა ლიგის საგზურია.

„ოსიმჰენი ? ის დიდებული ფორვარდია, რომელსაც ყველა მახასიათებელი აქვს იმისთვის, რომ უმაღლესი დონის ფეხბურთელი გახდეს, მან უბრალოდ ტექნიკაზე უნდა იმუშაოს. საბედნიეროდ ამ მხრივ დრის მერტენსს არანაირი პრობლემა არ აქვს, მაგრამ თუ მას 70 მეტრის სპრინტს ან თავით თამაშს მოსთხოვ, აქ უკვე გარკვეული სირთუელები იქმება.

„ჩვენ გარკვეული ფეხბურთელები დავკარგეთ, სხვები კი დაგვიბრუნდნე, მაგრამ გუნდის მიზნები უცვლელი რჩება.

„მარადონა ? ის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი იყო. რომლის წინააღმდეგ თამაშიც ერთხელ მომიწია და მე მახსოვს ყველა პრობლემა, რომელიც მან ჩვენ შეგვიქმნა.“