Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სპალეტი:“ ჩვენ რთულ ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ წილისყრის შედეგებით კმაყოფილი ვარ…“

რეინჯერსთან მატჩის წინ, ნაპოლის თავკაცმა ლუჩიანო სპალეტიმ კომენტარი გააკეთა.

„პირველ რიგში, მინდა ბრიტანელ ხალხს დედოფლის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოვუცხადო.

„მატჩის ერთი დღით გადადების გამო, ჩვენ სამუშაოდ დამატებითი 24 საათი გვაქვს, რაც ასეთ მჭიდრო კალენდარში ძალიან მნიშვნელოვანია. წინ ძალიან რთული დაპირისპირება გველოდება და ვიცით, რომ სტადიონზე, რომელსაც დიდი ისტორია აქვს, გამორჩეული ატმოსფერო გველოდება.

„რეინჯერსის ქომაგები, მათი ისტორია, ქალაქი, ამ ყველაფერს ჩვენ მოედანზე გატარებულ 90 წუთში შევიგრძნობთ და ასეთი ზეწოლისთვის მზად უნდა ვიყოთ.

„მე ბედნიერი ვარ ჩემი ფეხბურთელების სიმშვიდით, მე მათში თავდაჯერებულობას ვხედავ, რის გარეშეც ჩემპიონთა ლიგაზე  თამაში უბრალოდ წარმოუდგენელია.

„ჩვენ ძალიან რთულ ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, მე წილისყრის შედეგებით კმაყოფილი ვარ, რადგან ჩვენ სამ ისტორიულ გუნდთან გვიწევს დაპირისპირება და როგორც ფეხბურთის ქომაგს, ეს ფაქტი მახარებს.

„რასპადორი თუ სიმეონე სასტარტოში ? ვფიქრობ, რომ რეინჯერსის თამაშის სტილიდან გამომდინარე, ძირითადში ჯოვანის დაყენება უფრო სწორი იქნება, რადგან მას სივრცეების გამოყენება უკეთ შეუძლია.“