Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სპეციასთან მარცხის გამო სალემაკერსის შთამბეჭდავი რეკორდი დასრულდა

ალექსის სალემაკერსი მილანში მისვლის შემდეგ ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა და როსონერის პროექტის სახე გახდა.

ბელგიელმა ფეხბურთელმა მოახერხა და ზედიზედ 29 მატჩი, რომელშიც მან მონაწილეობა მიიღო, მარცხის გარეშე ჩაატარა, რაც 3-ქულიანი ფეხბურთის ერაში სერია ა-ს რეკორდი გახლავთ.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა იუვენტუსთან მატჩი ტრავმის, ატალანტასთან კი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა, ამიტომ მასთან ერთად გუნდს 29-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა.