Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სპინაცლოას 6 თვე გაუცდება…

იტალიის სამედიცინო შტაბმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუშნდელ შეხვედრაში ბელგიის წინააღმდეგ ლეონარდო სპინაცოლამ აქილევსის მყესი გაიწყვიტა, რის გამოც მინიმუმ 6 თვე მოედანზე დაბრუნებას ვერ მოახერხებს.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, სპინაცოლა კონსულტაციას ფინეთში, პროფესორ საკარი ორავასთან გაივლის და სავარაუდოდ მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდება, რის შემდეგაც 28 წლის იტალიელს მინიმუმ 6 თვე გაუცდება.

იტალიელმა ფეხბურთელმა ევროპის ჩემპიონატის დაწყებიდან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება 2-ჯერ დაიმსახურა და ის არა მხოლოდ იტალიის შემადგენლობაში, არამედ ზოგადად ტურნირზე ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო…