Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სპინაცოლამ ბურთთან ერთად ვარჯიში დაიწყო

რომას იტალიელი მარცხენა მცველის ლეონარდო სპინაცლოას სარეაბილიტაციო პროცესი კარგი ტემპით მიმდინარეობს და მან უკვე ბურთთან ერთად დაიწყო ვარჯიში.

28 წლის ფეხბურთელმა აქილევსის მყესი ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას, ბელგიასთან მატჩში გაიწყვიტა და მას ოპერაციის გაკეთება დასჭირდა, თუმცა საბედნიეროდ ის ნელ-ნელა მწყობრში დგება და ძალიან მალე ჟოზე მოურინიოს განაცხადშიც იქნება.