Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სპინაცოლამ ურთულესი ტრავმა მიიღო…

ლეონარდო სპინაცოლამ, რომელიც როგორც დღევანდელ მატჩში, ასევე მთლიანად ევროპის ჩემპიონატზე ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო, ტრავმის გამო ასპარეზობა დაასრულა.

ფაბრიციო რომანოს ინფორამციით, აძურის და რომას ფეხბურთელმა აქილევსის მყესი გაიწყვიტა, რის გამოც მას რამდენიმე თვე გაუცდება და სერია ა-ს სტარტისთვის მზად არ იქნება.

დამატებითი ინფორმაცია სპინაცოლას შესახებ ხვალ გავრცელდება, რომელსაც აუცილებლად მოგაწვდით.