სპინაცოლას აგენტი:“ ლეონარდოს ტრანსფერზე უამრავმა გუნდმა მომმართა“
რომას უკანახაზელმა ლეონარდო სპინაცოლამ ჯალოროსის რიგებში ჩატარებული გამორჩეული სეზონის შემდეგ, შესანიშნავად თამაში იტალიის ნაკრებშიც გააგრძელა და მან არაერთი გრანდის ინტერესი დაიმსახურა.
„მე უკვე წლებია ვამბობ, რომ ლეონარდო დიდებული ფეხბურთელია და ბედნიერი ვარ, რომ მისი დაუღალავი შრომა საბოლოოდ დაფასდა.
„სპინაცოლა დიდ გუნდებში თამაშობდა და ახლაც ერთ-ერთ გამორჩეულ გრანდშია, თუმცა ევროპის ჩემპიონატის დაწყების შემდეგ მის ტრანსფერზე არაერთმა გუნდმა მომმართა.
„გაზრდილი ინტერესის მიუხედავად, ჯერჯერობით მისი რომადან წასვლა არ იგეგმება და ლეონარდოს ერთი სული აქვს, როდის დაიწყებს მოურინიოსთან ერთად მუშაობას.“