Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სპინაცოლას ემოციური წერილი იტალიის ნაკრებს

ლეონარდო სპინაცოლამ ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩის წინ აძურის ღია წერილი მიუძღვნა.

„მე რომ დროში დაბრუნება შემეძლოს, იმ ბურთს მაინც იგივე მონდომებით გავეკიდებოდი, რომლის დროსაც ტრავმა მივიღე და ამას 100-ჯერ გავაკეთებდი, რადგან თითოეული მოპოვებული მეტრი მოედანზე ჩვენ წარმატებასთან გვაახლოვებს. ეს არაფერია განსაკუთრებული უბრალოდ აძურის სული და წესები.

„საბოლოოდ შენ ფინიშის ხაზს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაკვეთ, თუ შენი თანაგუნელებისთვის სულს გაიღებ. ტრავმამ მე მოედანს ჩამომაშორა, მაგრამ არა ჩემს მეორე ოჯახს, ჩემს გუნდს. ჩემი 3 წლის შვილი მატია ხვდებოდა, რომ მამამისი დღეს სახლში დივანზე ვერ გაჩერდებოდა.

„რამდენიმე საათში მე სულიერად ჩემს თანაგუნდელებთან ვიქნები, სხვა იტალიელებთან ერთად კი მათ კულისებიდან ვუქომაგებ. დღეს ყველაფერი შესაძლოა უკეთესად ყოფილიყო, მაგრამ ასევე არც უარესი სცენარი იყო გამორიცხული.

„ჩვენ უემბლიზე ბოლო ბრძოლა გველოდება. ტურნირი, რომელიც ყოველთვის ჩემს მოგონებებში დარჩება. მაგიური დღეებიდან სტადიო ოლიმპიკოზე და ფინალი მასპინძლების წინააღმდეგ, ჩვენ გრძელი გზა გამოვიარეთ.

„სამწუხაროდ ჩემს შემთხვევაში ბედმა რამდენიმე კილომეტრი დამიმატა, როდესაც მე ფინეთში წასვლა და ოპერაციის გაკეთება მომიწია, მაგრამ ახლა მე მზად ვარ. მზად ვარ ვიბრძოლო და დავბრუნდე უფრო ძლიერი, რადგან მე აძურისთვის მეტის მიცემა შემიძლია, მაგრამ ახლა ჩვე ნდღევანდელ მატჩზე უნდა ვიფიქროთ და ერთიანი ძალებით ვირბინოთ.

„იმედი მაქვს ბრაიან კრისტანტე, რომელმაც ტრავმის შემდეგ მე პირველმა მინახულა, დღეს ჩემს თავზე უფრო მეტ ღირებულს აღმართავს. Forza Azzurri!”