Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სპინაცოლას მსურველების რიგი უდგას…

ლეონარდო სპინაცოლამ რომას რიგებში კიდევ ერთი გამორჩეული სეზონი ჩაატარა და 28 წლის მარცხენა მცველმა ჩატარებულ 38 მატჩში 2 გოლის გატანა და 8 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. მან შესანიშნავი თამაში იტალიის ნაკრებში განაგრძო და ევროპული გრანდების ყურადღება დაიმსახურა.

სპინაცოლამ ევროპის ჩემპიონატზე იტალიის გამართული 4 შეხვედრიდან 2-ჯერ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, რომას მისი ტრანსფერის თაობაზე პსჟ-მ, ბარსელონამ და მადრიდის რეალმა მიმართეს, მაგრამ ჯალოროსიმ სამივე მათგანი კატეგორიული უარით გაისტუმრა.

წყაროს ინფორმაციით, სპინაცოლა ჟოზე მოურინიოს გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფეხბურთელი იქნება და დედაქალაქელები მის გასხვისებას არანაირი თანხის სანაცვლოდ არ აპირებებნ.