Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სპინაცოლა გუნდთან ერთად ვარჯიშს მომდევნო კვირიდან შეუდგება

იტალიური მედიის ინფორამციით, რომას და იტალიის ნაკრების უკანახაზელი ლეონარდო სპინაცოლა მოედანზე დაბრუნებასთან ძალიან ახლოს არის.

28 წლის ფეხბურთელმა აქილევსის მყესი ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას, ბელგიასთან მატჩში გაიწყვიტა, რის გამოც ოპერაცია დასჭირდა და ზაფხულიდან მოყოლებული, ის სარეაბილიტაციო პროცესს გადის.

Sky Sport Italia-ს ინფორამციით, სპინაცოლა ქირურგთან, რომელმაც მას ოპერაცია გაუკეთა, კონსულტაციას პარასკევს გაივლის და დამაკმაყოფილებელი პასუხის შემთხვევაში მას სრული დატვირთვით ვარჯიშის და მატჩებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მიეცემა.