Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სპინაცოლა:“ ეს არა ტკივილის, არამედ წუხილის ცრემლები იყო…“

ლეონარდო სპინაცოლას თქმით, მისი ტრავმის ეპიზოდში ის არა ტკივილის, არამედ წუხილის გამო ტიროდა, რადგან მან იცოდა, რომ იტალია ფინალში აუცილებლად გავიდოდა და სურდა გუნდის ნაწილი ყოფილიყო.

რომას მარცხენა მცველი ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ და ის Euro2020-ს სიმბოლურ თერთმეტეულშიც კი შეიყვანეს, თუმცა სამწუხაროდ ბელგიასთან მატჩის მსვლელობისას აქილევსის მყესი გაიწყვიტა და ჩემპიონატს მეოთხედფინალური ეტაპიდან გამოეთიშა.

„მე ვიცოდი, რომ ჩვენ ბოლომდე მოვახერხებდით გასვლას და სწორედ ამიტომ ვტიროდი, მაშინ ტკივილი ჩემთვის მეასე ხარისხოვანი იყო. ეს იყო ცრემლები იმის გამო, რომ მე ჩემი კარიერის უმნიშვნელოვანეს მატჩებს გამოვტოვებდი.

„მე ქუსლთან უეცარი ტკივილი ვიგრძენი და ვცადე ბელგიელი ფეხბურთელისთვის შემეხედა, იყო თუ არა ეს მასთან კონტაქტის გამო. როდესაც დავინახე, რომ ჩემთან ახლოს არავინ იყო და შემდეგ კრისტანტე ჩემსკენ მორბოდა, ყველაფერს მაშინ მივხვდი და მინდორზე დავეცი.

„ჩემი პირველი ფიქრები იყო ‘რატომ მე ? რატომ ახლა ?’ ვტიროდი, რადგან ვიცოდი თუ რისი გამოტოვება მომიწევდა. ჩვენ ყველა დარწმუნბულები ვიყავით, რომ იტალია ფინალში ითამაშებდა. გავიმარჯვებდით თუ არა ეს სხვა საკითხია, თუმცა ჩვენ ფინალში აუცილებლად გავდიოდით.“

იტალიის გაჩემპიონების შემდეგ, პირველი მედალი სწორედ სპინაცოლას გადაეცა.

„ჯორჯომ, ჩვენმა კაპიტანმა, მითხრა რომ პირველი წავსულიყავი. მე მინდოდა გავქცეულიყავი, მაგრამ წაქცევის და თავის შერცხვების შემეშინდა. საბოლოო ჯამში მაინც ყველაფერი შესანიშნავად დასრულდა, მაგრამ ბოლო მატჩების გამოტოვების გამო წუხილი მთელი ცხოვრების განმავლობაში გამყვება.“

იტალიის ერთიანობით და გუნდურობით ყველა აღფრთოვანებულია…

„ჩვენ პატარა ბავშვებივით ვართ, რომლებიც სასკოლო მოგზაურობაში არიან. ჩვენ ერთმანეთს სულელურ ხუმრობებს ვუწყობთ, ვიცინით, მაგრამ ერთად გატარებული 45 დღის განმავლობაში ერთი უთანხმოებაც არ ყოფილა.

„როდის დავბრუნდები მოედანზე ? არ მაინტერესებს, რას ამბობენ ექიმები. მე ჩემს თავს 6 თვე მივეცი, ამის შემდეგ კი ვერავინ გამაჩერებს.“