Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სპინაცოლა:“ იტალიამ გუნდური თამაშის წყალობით გაიმარჯვა“

ლეონარდო სპინაცოლამ, რომელიც ავსტრიასთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„MVP-ს ჯილდოს გამო ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ იტალიის ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა.


„ჩვენ ვითამაშეთ გუნდურად, მანჩინიმ გვითხრა, რომ სიმშვიდე არ დაგვეკარგა და ასეც მოვიქეცით, ორგანიზებულობა არ დავკარგეთ და საბოლოოდ დამსახურებულად გავიმარჯვეთ.

„ავსტრია ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია და მათთან დუელების მოგება ძალიან ჭირს, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებოდით და საბოლოოდ დამსახურებულად გავიმარჯვეთ.“