Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სპინაცოლა:“ მე მალე დავბრუნდები!“

ლეონარდო სპინაცოლამ გუშინ ბელგიასთან მატჩში ტრავმა მიიღო და როგორც მოგვიანებით გაირკვა, იტალიის და ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა აქილევსის მყესი გაიწყვიტა.

მან მინდორი აცრემლებულმა დატოვა და ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, სპინაცოლა Coverciano-ს ბაზას დღეს დატოვებს, რომში გაემგზავრება და დეტალურ გამოკვლევას ჩაიტარებს, რის შემდეგაც მისი დაბრუნების მიახლოებული თარიღი გვეცოდინება.

ტრავმის მიღების შემდეგ, სპინაცოლამ პირველი კომენტარი ინსტაგრამის მეშვეობით გააკეთა:

„ჩვენ ყველამ ვიცით, თუ როგორ განვითარდა მოვლენები, მაგრამ ჩვენი ლურჯი ოცნება გრძელდება და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დიდებული გუნდისთვის შეუძლებელი არაფერია. მე კი გეტყვით, რომ ძალიან მალე დავბრუნდები, ამაში დარწმუნებული ვარ!“