Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სპინაცოლა:“ მე ძალიან მალე დავბრუნდები“

ლეონარდო სპინაცოლას თქმით, მისი აღდგენითი პერიოდი წარმატებულად მიმდინარეობს და ის ვარჯიშს ნოემბერში დაუბრუნდება, თამაშს კი დეკემბრიდან შეძლებს.

სპინაცოლამ, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო, აქილევსის მყესი ბელგიასთან მატჩის მსვლელობისას გაიწყვიტა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

„მოურინიომ და მანჩინიმ იციან, რომ მე ვარჯიშს ნოემბერში დავუბრუნდები, თამაშს კი უკვე დეკემბერში შევძლებ.

„აძურის წარმატება ევროპის ჩემპიონატზე ? ამის მთავარი წინაპირობა ჩვენი ერთიანობა და გუნდურობა იყო, მაგრამ რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს საკმარისი არ არის. თითეული ჩვენგანი ყველა მატჩში თავის მაქსიმუმს აკეთებდა და სწორედ მივაღწიეთ იმ შედეგს, რასაც ჩვენგან არავინ ელოდებოდა.“

სპინაცოლას სრული ინტერვიუ Gazzetta dello Sport-თან ხვალ გამოქვეყნდება, რომელსაც აუცილებლად შემოგთავაზებთ.