Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სპინაცოლა მოედანს უბრუნდება !

რომას და იტალიის ნაკრების ფეხბურთელი ლეონარდო სპინაცოლა მოედანს დაუბრუნდა და მან ინდივიდუალური ვარჯიშები დაიწყო.

გასული ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა ჯვარედინი იოგები ბელგიასთან მატჩის მსვლელობისას გაიწყვიტა და მას ოპერაციის გაკეთება დასჭირდა, რის შემდეგაც ის სარეაბილიტაციო პროცესს გადიოდა.

იტალიელმა ფეხბურთელმა მოედანზე ვარჯიში უკვე დაიწყო და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, ის მოურინიოს განკარგულებაში ნოემბრის ბოლოს დაბრუნდება.