Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სპინაცოლა ოპერაციას დღეს გაიკეთებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ლეონარდო სპინაცოლა აქილევსის მყესზე ოპერაციას დღეს გაიკეთებს და ის მოედანს 6 თვის შემდეგ  დაუბრუნდება.

28 წლის ფეხბურთელმა მყესი ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ მატჩში, ბელგიის წინააღმდეგ თამაშის დროს გაიწყვიტა და ტურნირის ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ მოედანი აცრემლებულმა დატოვა.

Sky Sport-ის ცნობით, სპინაცოლას ოპერაციას ფინეთში, პროფესორი საკარი ორავა გაუკეთებს და ის ვარჯიშის განახლებას მოედანზე 6 თვე ვერ მოახერხებს.

28 წლის იტალიელი უკანახაზელი რომას 2019 წელს იუვენტუსიდან შეუერთდა, საპირისპირო მხარეს კი ლუკა პელეგრინი წავიდა.

მისი კონტრაქტი ჯალოროსისთან 2024 წლის ზაფხულში იწურება.