Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სპინაცოლა რომში დაბრუნდა

ფინეთში აქილევსის მყესზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ, იტალიის ნაკრების და რომას უკანახაზელი ლეონარდო სპინაცოლა რომში დაბრუნდა.

28 წლის ფეხბურთელმა უმძიმესი ტრავმა ბელგიასთან მატჩის დროს მიიღო და ოპერაციის გაკეთება გახდა საჭირო, რის გამოც მას მინიმუმ 6 თვე გაუცდება.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, რომაში დაბრუნებისთანავე მას ჯალოროსის ახალი თავკაცი ჟოზე მოურინიო ესტუმრა და მხარეებს შორის პირველი დიალოგი გაიმართა. სპინაცოლა ინდივიდუალურ ვარჯიშს დაახლოებით 2 თვეში დაიწყებს, თუ  ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა ბურთთან ერთად ვარჯიშის საშუალება 6 თვეში მიეცემა.