Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სპინაცოლა:“ უკუთვლა დაიწყო, ჩვენ ერთმანეთს მალე შევხვდებით“

ცოტა ხნის წინ ლეონარდო სპინაცოლას, რომელმაც აძურის რიგებში ბელგიასთან მატჩის დროს აქილევსის მყესი გაიწყვიტა, ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა.

ოპერაციის შემდეგ კომენტარი თავად იტალიელმა ფეხბურთელმა თავისი ინსტაგრამის მეშვეობით გააკეთა.

„ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. მინდა გამოხატული მხარდაჭერის გამო ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ, მე უამრავი გამამხნევებელი წერილი მივიღე, რაც ძალიან მახარებს.

„უკუთვლა ახლა იწყება… ჩვენ ერთმანეთს ძალიან მალე შევხვდებით.“