Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სპინაცოლა EURO2020-ზე იტალიის ტრიუმფის შესაებ წიგნს წერს

ევროპის ჩემპიონატზე აძურის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის ლეონარდო სპინაცოლას თქმით, ის იტალიის ნაკრების ტრიუმფის შესახებ წიგნს წერს.

სპინაცოლამ 2-ჯერ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება დაიმსახურა და რომ არა უმძიმესი ტრავმა ბელგიის წინააღმდეგ, დიდი ალბათობით ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდებოდა.

„იტალიის ნაკრებთან ერთად ტიტულის მოგება ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღე იყო, ბავშვის დაბადების შემდეგ. ამაზე დიდ წარმატებაზე კარიერაში ვერც კი ვიოცნებედი.

„ბელგიასთან მატჩის დროს მე ვიცოდი, რომ ჩვენ ფინალში ვითამაშებდით და ჩემი ტრავმა ორმაგად მტკივნეული იყო, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი შესანიშნავად დასრულდა.

„მე უკვე დავიწყე წიგნზე მუშაობა, რომელშიც შევეცდები ევროპის ჩემპიონატზე მიმდინარე პროცესები გადმოგცეთ. შევეცდები გაგიზიაროთ ემოციები, მოგიყვეთ თავგადასავლების შესახებ, რომლებიც ჩვენ გადაგვხდა. წიგნი სექტემბერში ან ოქტომბერში გამოიცემა.“