Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სპორტინგი ინტერიდან მარიოს გამოისყიდის

ინტერის საკუთრებაში მყოფმა ჟოაო მარიომ სპორტინგს 2001-02 წლების შემდეგ პირველი ტიტული მოაგებინა და დიდი ალბათობით პორტუგალიელები ფეხბურთელს სეზონის ბოლოს გამოისყიდიან.

პორტუგალიური გამოცემა Record-ის ცნობით, ინტერი მზად არის 28 წლის ფეხბურთელს მშობლიურ გუნდში დარჩენის საშუალება 6.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ მისცეს, თუმცა ყველაზე დიდი პრობლემა ამ ეტაპზე მისი ხელფასია.

პორტუგალიელი ფეხბურთელი ინტერში ერთ სეზონში 2.7 მილიონ ევროს იღებს და თუ მას სპორტინგში დარჩენა სურს, ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირება მოუწევს.