Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სპორტინგი ინტერს სასამართლოში უჩივლებს

გუშინ ინტერმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჟოაო მარიოსთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა და პორტუგალიელი ფეხბურთელი ბენფიკას თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, რის გამოც სპორტინგი ინტერს სასამართლოში უჩივლებს.

საქმე იმაში გახლავთ, რომ როდესაც ინტერმა 2016 წელს სპორტინგიდან მარიო 40 მილიონის სანაცვლოდ გაიფორმა, მის კონტრაქტში ჩაიდო პუნქტი, რომლის მიხედვითაც მინიმუმ 5 წელი ფეხბურთელს სხვა პორტუგალიურ გუნდში გადასვლის უფლება არ ჰქონდა.

ინტერს მარიოს ტრანსფერიდან არანაირი თანხა არ მიუღია, მაგრამ სპორტინგის აზრით ნერაძურიმ შეთანხმება დაარღვია და პორტუგალიელები ბენეამატას სასამართლოში უჩივიან…