Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სპორტინგი ლეაოს სასამართლოში უჩივის

გამოცემა A Bola-ს მტკიცებით, რაფაელ ლეაოს ქონება პორტუგალიაში სპორტინგის სარჩელის ნიადაგზე გაიყინა.

21 წლის ფეხბურთელმა პორტუგალიური გუნდი მას 2018 წელს მას შემდეგ დატოვა, რაც გუნდის სამწვრთნელო ტერიტორიაზე 50-მდე შენიღბული პირი შეიჭრა და ფეხბურთელებს და სტაფს ფიზიკური შეურაწყოფა მიაყენა, რის გამოც ბევრმა მათგანმა გუნდთან კონტრაქტი თვითნებურად გაწყვიტეს და სხვადასხვა კლუბებს შეუერთდნენ.

მაშინ ლეაომ კონტრაქტი ლილს გაუფორმა და სპორტინგი ფრანგული გუნდისგან და რაფაელ ლეაოსგან საერთო ჯამში 45 მილიონ ევროს ითხოვს.

მილანმა ლეაო 2019 წლის აგვისტოში, 23 მილიონ ევროდ გაიფორმა.